logo
ENG



"უკრაინის თავისუფლებისთვის", - სააკაშვილი სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი მაისურით მივიდა

04 თებ 202212:21
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი მაისურით მივიდა, წარწერით "უკრაინის თავისუფლებისთვის". 

"მე ვარ უკრაინის სიმბოლიკით და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს რთული სიტუაცია. მე მგონია, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის და ის, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია სულ ფეხებზე ჰკიდია პუტინს. ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

დღეს, 4 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილება.


close დახურვა